ნათია ფანჯიკიძე: სიტყვა-სიტყვით ჩამოვაწიკწიკე მამაჩემი როგორ აგინებდა პოლიტბიუროს. მეორე დღეს …

“რომელიღაც საბაშვო ბაღში “ანონიმური ყუთი” დაუდგამთ, აზიარებს ბევრი, არ ვიცი რა მიზნით, მაგრამ თუ არაკეთილი მიზნით, გამახსენდა, მცირეწლოვანი რომ ვიყავი, ბავშვებს დაგვირიგეს “სახელმწიფო წერის” რვეულები და მოგვთხოვეს დაგვეწერა თემა – “როგორ შეხვდა ჩემი ოჯახი პარტიის 26-ე ყრილობას”.
დავჯექ წერად და სიტყვა-სიტყვით ჩამოვაწიკწიკე მამაჩემი როგორ აგინებდა პოლიტბიუროს. მეორე დღეს შალვა ამონაშვილმა ჩემი რვეული, ახლაც არ ვიცი როგორ, რადგან დანომრილი იყო სახელმწიფო წერის რვეულები, გააქრო და მამაჩემი სიცილ-სიცილით გააფრთხილა, ბავშვთან ყველაფერს ნუ ილაპარაკებო.
დავიტოვოთ იმედი, რომ შალვა ამონაშვილის მსგავსი ნათელი ადამიანები აკრავთ გარს ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს?
აქვე გამახსენდა გერმანული ძალიან კარგი ფილმი “სხვათა ცხოვრება”, მაგრამ ამ ფილმში პროფესიონალის თავგადასავალია და არა დეგრადირებული სუბიექტების,” – წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს