ნათია ფანჯიკიძე: როცა ასეთ ადამიანს თავს ესხმის სისტემა, ეს ნიშნავს, რომ ეს რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს შეუქმნის საფრთხეს, რადგან კიდევ ერთხელ და მკაფიოდ გაჩვენებს, რომ ნული ფასი აქვს წესიერებას და სიმართლეს

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე:
კაცი რომელიც მთელი შეგნებული ცხოვრება ემსახურებოდა საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას, ყოველდღე დგას რუსთაველზე თავისი რწმენის დასაცავად.
არცერთი კანონი და წესი არ დაურღვევია და მაინც აჯარიმებენ ათასობით ლარით, რომ პირდაპირი გაგებით მშიერი დატოვონ ის და მისი ოჯახი.

ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს მომავლის შიში, რადგან ეს ადამიანი, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, წესიერების, ეროვნული სინდისის ხორცშესხმული სახეა და როცა ასეთ ადამიანს თავს ესხმის სისტემა, ეს ნიშნავს, რომ ეს რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს შეუქმნის საფრთხეს, რადგან კიდევ ერთხელ და მკაფიოდ გაჩვენებს, რომ ნული ფასი აქვს წესიერებას და სიმართლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო