ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნათია ფანჯიკიძე: არადა ადამიანს თავი ისე აქვს ჩამოგდებული, რომ იმ კადრის მიხედვით, იმ მომენტში იქნებ ცოცხალიც კი არაა

ნათია ფანჯიკიძე: არადა ადამიანს თავი ისე აქვს ჩამოგდებული, რომ იმ კადრის მიხედვით, იმ მომენტში იქნებ ცოცხალიც კი არაა
"ნიკა გვარამიას ვერც კი ვუსმენ, ვერ მიტანს და ბუნებრივია, არც მე ვგიჟდები მასზე, პირველად რომ დააპატიმრეს, არც გამოვქომაგებივარ, რადგან როგორც მოგახსენეთ, ტკბილი გრძნობები არ მაქვს მის მიმართ და არ მინდოდა, ყალბად დიდსულოვანი ტექსტები მეწერა მაშინ, მაგრამ თუ რამემ შემზარა და ჭკუიდან გადამიყვანა ამ სისხლიანი კვირის განმავლობაში, პირველი იყო კადრი, ძირს დაგდებული ბავშვის თავით რომ ფეხბურთს თამაშობდა აბჯარასხმული სადისტების ხროვა და ერთერთი იყო გვარამიას დაპატიმრების სცენა, როცა ნაცემ, უგონოდ მყოფ ადამიანს მიათრევენ და შალვა რამიშვილი აშუქებს ამას და ბედნიერი დასცინის, ხორხოცებენ, როგორც მხიარულ გასართობზე, არადა ადამიანს თავი ისე აქვს ჩამოგდებული, რომ იმ კადრის მიხედვით, იმ მომენტში, ისიც არ ვიცით, რა სერიოზულობის ტრავმაა, იქნებ ცოცხალიც კი არაა.
სამთავრობო არხი კი გვამეცადინებს ცოცხალ-მკვდარი ადამიანის ხილვით სიხარულში!
საერთოდ რატომ სცემეს, ისეთი დევგმირია, ათი ჩაფსკვნილი კაცი ვერ დააპატიმრებდა სხვანაირად? უსამშობლობა სწორედ ერთმანეთის ასეთი ხარისხის სიძულვილს ნიშნავს. სამშობლო უპირველესად ადამიანებია, თორემ ბუნება ამ პლანეტაზე ყველგან ლამაზია. არ გვევალება ყველას სიყვარული, მაგრამ გვეკრძალება სიძულვილი. ახლაც მეტირება, ეს სცენა რომ მიდგება თვალწინ," - წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.