ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნათია მოდებაძე: მოქალაქეები, რომლებიც თბილისში უსაფრთხოდ უნდა გადაადგილდებოდნენ, თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ იმის გამო, რომ თქვენ ყოველდღე რუსთაველზე რაღაცას აწყობთ

ნათია მოდებაძე: მოქალაქეები, რომლებიც თბილისში უსაფრთხოდ უნდა გადაადგილდებოდნენ, თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ იმის გამო, რომ თქვენ ყოველდღე რუსთაველზე რაღაცას აწყობთ
"ის ადამიანები, ვინც მეორე მხარეს დგანან, როცა სოციალურ ქსელებში ჩვენთან პოლემიკაში შემოდიან, ზღვარს გადასულ სითავხედეს იჩენენ [...] ხალხო, თქვენთან კითხვა მაქვს: როგორ შეგიძლიათ, ასე ხელაღებით, ადამიანებს სამშობლოს ღალატი დაგვაბრალოთ? პოლიტიკური თანამდებობის პირებზე არ მაქვს საუბარი [...]
ბოდიში, მაგრამ არ მგონია, რომ ვინც იქ დგახართ, სახელმწიფო და სამშობლო გადარდებდეთ. მე ვერაფრით გავამართლებ გადამწვარ რუსთაველსა და გაძარცვულ სავაჭრო ობიექტებს [...] ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც თბილისში უსაფრთხოდ უნდა გადაადგილდებოდნენ, თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ იმის გამო, რომ თქვენ ყოველდღე რუსთაველზე რაღაცას აწყობთ. თქვენი შიშით, მოსახლეობას, ელემენტარულად, ბავშვები ვერ გაჰყავს". - თქვა თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატმა, ნათია მოდებაძემ.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.