ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნათია მეზვრიშვილი: ეს იცით ვინაა? აგვისტოში თბილისის მერიამ და საკრებულომ მშენებლობის ნებართვა უკანონოდ რომ ჩაახუტა პარტიაში „ატკატის“ სანაცვლოდ

"ეს იცით ვინაა? აგვისტოში თბილისის მერიამ და საკრებულომ მშენებლობის ნებართვა უკანონოდ რომ ჩაახუტა პარტიაში „ატკატის“ სანაცვლოდ; ცხრაჯერ რომ მივმართეთ პროკურატურას და გამოძიება რომ არ დაუწყია; პოლიტიკური კორუფციის ყველა ფაქტში ცენტრალური ფიგურა რომ არის. აი, ამათ იმედად დარჩა ოცნება. იმედზე გამოყრილი ჰყავთ კორუმპირებული, ბიუჯეტის მჭამელი, ხალხის ფულით გამდიდრებული, ოცნებასთან ფარულ კორუფციულ გარიგებებში მყოფი ტიპები და გამჭვირვალობაზე ალაპარაკებენ. აბა წესიერი ამათ გვერდით აღარ დგას და …" - წერს სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი.

ცნობისათვის, ნოშიკო ნამორაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს: მე ნოშიკო ნამორაძე, კერძო სექტორის წარმომადგენელი, კერძოდ “ვრ ჰოლდინგის” დამფუძნებელი და უბრალოდ ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, არ შემიძლია, რომ არ გამოვეხმაურო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.