არქივი17 ნოემბერი, 2024, 15:56
ნათია მეზვრიშვილი: დუმდა ყველა საგამოძიებო, დუმდა პროკურატურა

"ახალგაზრდები, ბავშვები, ქალები მოხუცები ცემეს - არანაირი გამოძიება, არანაირი დაკავება. არავინ აღშფოთებულა „ოცნებიდან“;
მეტიც, დამწკრივდნენ და დიდიან-პატარიანად ყველა ძალადობას ამართლებდა და კიდევ უფრო მეტი ძალადობისკენ მოუწოდებდა;
არც „ოცნების“ აღშფოთებული ქალები მახსენდება მათ თანამოქალაქე ბავშვებს, ქალებს და მოხუცებს რომ ცემდნენ;
მეტიც, მოძალადე ზონდერებს ამნისტია გამოუცხადეს და სრული დაუსჯელობის გარანტიები მისცეს;
არც „ოცნების“ არასახალხო დამცველი აღშფოთებულა, როცა ხალხს უმოწყალოდ ცემდნენ და მოძალადეებს დასჯის ნაცვლად, ამნისტიას ახებდნენ; როცა ხალხს ხმებს პარავდნენ და მათ თავისუფალ ნებაზე ძალადობდნენ.
დუმდა ყველა საგამოძიებო, დუმდა პროკურატურა.
რაც გუშინ ვნახეთ, ასე გამოიყურება „ოცნების სამართალი“ და „ოცნების“ დამცველად გაფორმებული არასახალხო დამცველი," - პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.