არქივი27 აგვისტო, 2024, 01:40
ნათია მეზვრიშვილი: გუშინ „ოცნებამ“ რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთის ე.წ. დელეგატად წარადგინა კიდევ ერთი კორუმპირებული ფეოდალი
"გუშინ „ოცნებამ“ რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთის ე.წ. დელეგატად წარადგინა კიდევ ერთი კორუმპირებული ფეოდალი - 2012 წლამდე ნაცმოძრაობის მაჟორიტარი და 2012 წლის შემდეგ ოცნების მაჟორიტარი, 2012 წლამდე ნაცმოძრაობის შემწირველი და 2012 წლის შემდეგ ოცნების შემწირველი გოჩა ენუქიძე.
2016 წლიდან გოჩა ენუქიძეს 220 000 ლარი აქვს ოცნებისთვის შეწირული. ეს მხოლოდ ოფიციალურად.
ამჟამად 100%-იანი წილის მფლობელია „იბერკომპანი“-ში, რომელსაც. ბოლო წლებში 4 მილიონ ლარზე მეტის 1300-ზე მეტი პირდაპირი გამარტივებული შესყიდვა აქვს მიღებული.
ეს კომპანია ერთ-ერთი იყო, რომელმაც 2023 წლის აგვისტოში თბილისში უკანონოდ მიიღო მშენებლობის ნებართვა პროკურატურაში მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება. რეაგირება ნული," - წერს სოციალურ ქსელში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.