ნათია მეზვრიშვილი: „გლობალური ომის პარტიის“ ახალ სერიებსაც ვიხილავთ

“ახლახანს დასრულდა აშშ-ს სენატში მოსმენა ოქტომბრის არჩევნებზე. იგეგმება უპრეცედენტო დაკვირვება იმისთვის, რომ „ოცნებამ“ არჩევანი არ მოგვპაროს.
შესაბამისად, „ოცნების“ მხრიდან დეზინფორმაცია, რომ თითქოს აშშ, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მეშვეობით, საქართველოში რევოლუციას აწყობს, გაიზრდება. „გლობალური ომის პარტიის“ ახალ სერიებსაც ვიხილავთ.
„ოცნება“ ამას აკეთებს ორი მიზნით: მიაღწიოს გაყალბებული არჩევნების სახალხო ლეგიტიმაციას და გადაფაროს ოქტომბრის არჩევნებში რუსული ჩარევის რეალური საფრთხეები (შეგახსენებთ რუსეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებას).
რა თქმა უნდა, „ოცნება“ ეცდება მოგვატყუოს, მაგრამ ფაქტია, პარტნიორები ხალხს და ქვეყანას გვეხმარებიან. ჩვენ ათჯერ მეტი უნდა გავაკეთოთ არჩევნების დასაცავად. ამაზე მნიშვნელოვანი საქმე ახლა არ გვაქვს,” – წერს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ