ნათია მეზვრიშვილი: გგონიათ მხოლოდ ივანიშვილია პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე? სულ ვერიდებოდი სახელების ხსენებას. მოვიდა პერსონალური პასუხისმგებლობების შეხსენების დრო

“გგონიათ მხოლოდ ივანიშვილია პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე? სულ ვერიდებოდი სახელების ხსენებას. მოვიდა პერსონალური პასუხისმგებლობების შეხსენების დრო.
დავიწყებ პროკურატურით (გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები) და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსით. ყველას პირადად გიცნობთ, ერთად ბევრი კარგი გვიკეთებია. მაგრამ წითელი ხაზები უკვე გადაკვეთილია – ან იყენებთ ბერკეტებს და აჩერებთ ძალადობას, ან ხართ სახელმწიფოს, კონსტიტუციის და ხალხის ღალატის თანამონაწილე უმოქმედობით.
„კარგი რა, ხომ იცით როგორცაა, ჩვენ რა შეგვიძლია, ბიძინა წყვეტს“. არა, არ ვიცი. ვიცი მხოლოდ, რომ კანონი და განუზომელი იმუნიტეტი გაძლევთ საშუალებას იმოქმედოთ.
ზუსტად ვიცი, იცით საით მივყავართ. ზუსტად ვიცი, არ გჯერათ პროპაგანდისტული ბოდვების. ამიტომ, ან მოქმედებთ კანონით, ან უერთდებით არალეგიტიმურ ხელისუფლებას ღალატში და მიყვებით მათ, სადაც ხალხი გაისტუმრებს.
არაფერი პირადული. პატივს ვცემ ჩვენს ერთობლოვ მუშაობას ბევრ კარგ საქმეზე. უბრალოდ ბოდიშით, მაგრამ სამშობლო ყველაფერზე მაღლაა,” – წერს სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”