ნათია თურნავა EBRD-ის წევრი ქვეყნების ჯგუფის დირექტორს ტამაშ ვოჟნიტსს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წევრი ქვეყნების (ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთის რესპუბლიკა და საქართველო) ჯგუფის დირექტორთან ტამაშ ვოჟნიტსს გაცნობითი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნულ ბანკსა და EBRD-ს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის საკითხებს. ასევე, ხაზი გაესვა EBRD-ის როლს საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარებაში.
ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა EBRD-ის მიერ გაწეულ დახმარებაზე ფინანსური და კაპიტალის ბაზრების განვითარებაში და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი აფასებს და მიესალმება EBRD-ის ინიციატივებს ქვეყნის ცენტრალური ბანკის მხარდაჭერის მიმართულებით.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)