ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნათია თურნავა ჩინური ბანკების შესახებ კითხვაზე - არის პერსპექტივა, რომ ჩინეთიდან მეტი ინვესტიცია გამოჩნდეს - მოლაპარაკების პროცესში არ იქნება სწორი, დეტალები ვთქვათ

ნათია თურნავა ჩინური ბანკების შესახებ კითხვაზე - არის პერსპექტივა, რომ ჩინეთიდან მეტი ინვესტიცია გამოჩნდეს - მოლაპარაკების პროცესში არ იქნება სწორი, დეტალები ვთქვათ

იზრდება ჩვენი შუა დერეფნის დატვირთულობა, ვაჭრობა, ბიზნეს ურთიერთობები და ინვესტიციები როგორც დასავლეთიდან, ისე აზიის სხვადასხვა რეგიონიდან, ჩინეთიდან -არის პერსპექტივა, ჩინეთიდან მეტი ინვესტიცია გამოჩნდეს,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან ჩინურ ბანკებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, დეტალებზე საუბარი სწორი არ იქნება.
„იზრდება ჩვენი შუა დერეფნის დატვირთულობა, ვაჭრობა, ბიზნესურთიერთობები და ინვესტიციები როგორც დასავლეთიდან, ისე აზიის სხვადასხვა რეგიონიდან და ჩინეთიდან. საფინანსო სექტორი ამას თავად არ განაპირობებს, ის მიჰყვება რეალური ეკონომიკის და ვაჭრობის აუცილებლობას. სადაც იზრდება ვაჭრობა, საფინანსო სექტორიც მეტად უნდა ახლოვდებოდეს და ავითარებდეს თანამშრომლობას. არის პერსპექტივა რომ ჩინეთიდან მეტი ინვესტიცია გამოჩნდეს. მოლაპარაკების პროცესში არ იქნება სწორი დეტალები ვთქვათ“,-აღნიშნა თურნავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.