ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნათია თურნავა ჩინეთის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა

ნათია თურნავა ჩინეთის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ჭოუ ციენთან გამართა შეხვედრა.
როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.
„ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის გადახდების სისტემებისა და ფინანსური სერვისების განვითარების კუთხით სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურებაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ისწრაფვის პროცესების გაუმჯობესებისკენ და ოპერაციების დივერსიფიკაციისკენ, რა მიზნითაც აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებთან. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ აღნიშნა, თანამშრომლობის გაღრმავების, ორივე ქვეყნისთვის აქტუალური საკითხების განხილვისა და პროცესების დაჩქარების მიზნით, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები მომავალში ჩინეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს.
ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა, ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხაზარაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.