არქივი6 დეკემბერი, 2023, 11:58
ნათია თურნავა - ჩვენთან კადრების დიდი მიმოსვლაა - ზოგი მიდის, ზოგი - მოდის, ბოლო პერიოდში ჩვენს გუნდს უფრო მეტი შეემატა, ვიდრე გავიდა
ჩვენთან კადრების დიდი მიმოსვლაა - ზოგი მიდის, ზოგი - მოდის, ბოლო პერიოდში ჩვენს გუნდს უფრო მეტი შეემატა, ვიდრე გავიდა, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის სისტემიდან კადრების გადინების თაობაზე დასმულ კითხვას.
ამასთან, როგორც თურნავამ აღნიშნა, “ზოგადად, კადრების გადინება ყოველთვის პრობლემა იყო“.
“თუ სტატისტიკას შევხედავთ, გადინება წინა წლებში გაცილებით მაღალი იყო. მე მაქვს ამბიცია და სურვილი, რომ პირიქით, უფრო პოზიტიური სალდო გვქონდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.