ნათია თურნავა სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტს არმენ ნურბეკიანს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან არმენ ნურბეკიანს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათი ცნობით, საუბარი საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და სებ-ის მიერ გატარებულ პოლიტიკას შეეხო, რაც ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს.
ნათია თურნავამ, სომეხ კოლეგას, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შესახებ გამოცდილება გაუზიარა და ხაზი გაუსვა ხანგრძლივად, ინფლაციის მიზნობრივზე დაბალ მაჩვენებელს ქვეყანაში. ასევე, მან ყურადღება დაბალ ინფლაციასთან ერთად მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე გაამახვილა.
„არმენ ნურბეკიანმა, სომხეთში არსებულ მონეტარულ პოლიტიკაზე და ეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა და რეგიონში მაღალი გაურკვევლობის ფონზე, სწრაფად ცვალებად ვითარებას გაუსვა ხაზი.
მხარეებს შორის საუბარი ფინანსური სერვისების განვითარების საკითხებსაც შეეხო. როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ისწრაფვის პროცესების გაუმჯობესებისა და ოპერაციების დივერსიფიკაციისკენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა