ნათია თურნავა სლოვაკეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ სლოვაკეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, პიტერ კაჟიმირს უმასპინძლა.
ეროვნული ბანკის ცნობით, ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებმა საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და სებ-ის მიერ გატარებული სტრუქტურული რეფორმები მიმოიხილეს.
საუბარი შეეხო ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ პოლიტიკას ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ხაზი გაესვა ინფლაციის მიზნობრივზე დაბალ მაჩვენებელს და აქტივების მაღალ ხარისხს.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, სლოვაკური მხარე მზად არის სებ-ს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს, ევროკავშირის მოთხოვნებთან კიდევ უფრო დაახლოებაში დაეხმაროს.
მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობასა და საბოლოოდ, ურთიერთთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე.
“პირველ რიგში, ეს არის მაკროპრუდენციული ზომები, რაც სულ უფრო ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ცენტრალური ბანკის მიერ ინფლაციასთან ბრძოლის პროცესში და სლოვაკეთის ცენტრალურ ბანკს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
თავის მხრივ, პიტერ კაჟიმირმა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის მსგავსებას გაუსვა ხაზი და როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ, საქართველოს ეროვნულ ბანკს მხარდაჭერა აღუთქვა მაკროპრუდენციული პოლიტიკის, ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, ფინანსური სტაბილურობისა და სხვა საკითხებში.
“ნათია თურნავასთან ვისაუბრეთ შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რაც განსაკუთრებით ტექნიკურ დახმარებას შეეხება. მაკროპრუდენციული პოლიტიკის საკითხები, ფინანსური სტაბილურობა, ხელოვნური ინტელექტის თემები, კიბერუსაფრთხოება – ეს საკმაოდ შრომატევადი საკითხებია და მათზე ჩვენი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. მზად ვართ, საქართველოს ეროვნულ ბანკთან მომავალი თანამშრომლობისთვის”, – განაცხადა პიტერ კაჟიმირმა.
სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პიტერ კაჟიმირი, საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრის რანგში იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს