ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია სტუმრობს, რომლის წარმომადგენლები დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სსფ-ს მისია საქართველოში ფონდის IV მუხლის დებულების მიხედვით, პერიოდულად ხორციელდება და მისი მიზანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შეფასებაა.
„სსფ-ს მისიის წევრებთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები - ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა. შეხვედრაზე სებ-ის მენეჯმენტმა სსფ-ს მისიის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ძირითად მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე და ასევე, გააცნეს მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სტაბილურობის მიმოხილვები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.