ნათია თურნავა – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ საქართველოს სუვერენული რისკის პრემია შეამცირა, რაც დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ საქართველოს სუვერენული რისკის პრემია შეამცირა, რამაც, სხვა თანაბარ პირობებში, მონეტარული პოლიტიკის ნეიტრალურ განაკვეთზეც კლების მიმართულებით უნდა იმოქმედოს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ სუვერენული რისკების პრემიის შემცირება მნიშვნელოვანი სიახლეა, რაც დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე.
მისი განმარტებით, მიუხედავად რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისა, მონეტარული პოლიტიკა კვლავ მკაცრია და, სხვა თანაბარ პირობებში, არსებული რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზების მიმართ ფრთხილ მიდგომას შეინარჩუნებს.
„ჩვენ ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს და რა თქმა უნდა, ვიტოვებთ უფლებას, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო”, – აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 31 იანვარს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.0 პროცენტს შეადგენს. კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 13 მარტს ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)

თეონა ბაღდავაძე: პირველ რიგში ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ასეთი ემოციური ვიდეოსთვის, უბრალოდ არ შემიძლია ნიკუშა კაპანაძის ნაძირალა დედას რომელიც ცდილობს სიტუაციიდან დაძვრომას გულგრილად ვუყურო