ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნათია თურნავას თქმით, ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი საშუალებას იძლევა, რომ მონეტარული პოლიტიკა შემსუბუქდეს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომას 20 დეკემბერს გამართავს, სადაც გადაწყდება, კიდევ შემცირდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთი.
როგორც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა, მედიასთან განმარტავს, ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი საშუალებას იძლევა, რომ მონეტარული პოლიტიკა კვლავ შემსუბუქდეს.
„ბოლო თვეების სტატისტიკა ნათლად ცხადყოფს, რომ პოლიტიკა, რომელიც მიმართული იყო ინფლაციის მოთოკვისკენ, იყო სწორი და ეფექტური. ვგულისხმობ როგორც ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას, ასევე მთავრობის ანტი-ინფლაციურ პოლიტიკას, მათ შორის საბიუჯეტო კონსოლიდაციას და კონკურენციის წახალისებისკენ მიმართულ ღონისძიებებს.
ბოლო რამდენიმე თვეა, მართლაც დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი გვაქვს. ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე ჩვენი 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებელია. ეს გვაძლევს კარგ შესაძლებლობას, რომ გავაგრძელოთ, რა თქმა უნდა ფხიზლად და ზომიერი ნაბიჯებით, ჩვენი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება. ეს ნაბიჯი ქვეყანაში ფინანსური მდგომარეობის შემსუბუქების საშუალებას იძლევა, რათა იმ ადამიანებს, ვისაც ლარში აქვთ სესხი აღებული, სესხის პროცენტი შევუმციროთ”, - აცხადებს ნათია თურნავა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.