ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნავთობის ფასები 5%-ზე მეტით გაიზარდა

ნავთობის ფასები 5%-ზე მეტით გაიზარდა

ნავთობის ფასები ხუთშაბათს ვაჭრობის დროს მკვეთრად გაიზარდა და უკვე 5%-ს აჭარბებს ვაშინგტონის მიერ რუსული ნავთობკომპანიების, „როსნეფტის“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესების ფონზე.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent–ის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსების ფასმა ბარელზე 65.97 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა სავაჭრო სესიის დახურვასთან შედარებით 3.38 აშშ დოლარით (5.4%-ით) მეტია.
ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟის (NYMEX) ელექტრონულ ვაჭრობაზე WTI ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსები ამ დროისთვის 3.29 დოლარით (5.62%-ით) გაიზარდა და ბარელზე 61.79 დოლარი შეადგინა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.