ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნავთობისა და გაზის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიები მსოფლიოში

ბრიტანულ-ჰოლანდიურმა ენერგეტიკულმა კომპანია Shell-მა შეინარჩუნა ლიდერობა მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების სიაში. ამის შესახებ ნათქვამია ანალიტიკური კომპანია Brand Finance-ის ანგარიშში.
კომპანიის წლიური ღირებულება 4%-ით გაიზარდა და $50,3 მლრდ შეადგინა. რეიტინგში მეორე ადგილს კვლავ Saudi Aramco იკავებს ($46,1 მლრდ), მესამეზე PetroChina ($28,5 მლრდ), მეოთხეზე Sinopec ($26,7 მლრდ).
კომპანია Bp Plc ($18,5 მლრდ) მეხუთე ადგილზე გადავიდა, ხოლო ფრანგული TotalEnergies მეექვსეზე ჩამოვიდა $17 მილიარდით. ბრენდის ღირებულების ყველაზე სწრაფი ზრდა აჩვენა კატარის სახელმწიფო კომპანია Qatar Energy-მ (82%-ით 3,2 მილიარდ დოლარამდე).

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.