ნავალნი რუსეთის საპატიმროდან გაქრა, ამბობს მისი გუნდი

რუსი ოპოზიციონერი დეპუტატი გაიყვანეს საპატიმრო დაწესებულებიდან, სადაც ის გასული წლიდან იხდიდა სასჯელს და ამჟამად მისი ადგილსამყოფელი უცნობია, აცხადებენ მისი წარმომადგენლები.
ინფორმაცია როიტერსი და სხვა საერთაშორისო მედიებიც ავრცელებენ.
ნავალნის წარმომადგენლები მოელიან, რომ მას გადაიყვანენ “მკაცრი რეჟიმის” კოლონიაში, მას შემდეგ რაც აგვისტოში მას დამატებით 19 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
როგორც როიტერსი აღნიშნავს, ს უზარმაზარ ტერიტორიაზე პატიმრების მატარებლით გადაყვანის პროცესს შეიძლება კვირები დასჭირდეს, ადვოკატებსა და ოჯახის წევრები კი ამ დროს მოკლებული არიან შესაძლებლობას მიიღონ ინფორმაცია პატიმრის ადგილმდებარეობის და ჯანმრთელების მდგომარეობის შესახებ მის დანიშნულების ადგილზე მისვლამდე. ამიტომ ნავალნის წარმომადგენლებისთვის ამჟამად გაურკვეველია სად იმყოფება რუსი ოპოზიციონერი და გადაჰყავთ თუ არა ის ახალ საპატიმროში.
“ჩვენ არ ვიცით სად არის ის ამჟამად. ის შეიძლება იყოს რომელიმე ციხეში ან სპეციალური რეჟიმის დაწესებულებაში. ასეთი დაახლოებით ოცდაათია რუსეთში. ჩვენ ვეცდებით მივიდეთ ყველა კოლონიაში და შევამოწმოთ, მოვძებნოთ ის”, – განუცხადა “როიტერსს” ნავალნის პრესსპიკერმა კირა იარმუშიმ.
შეერთებული შტატები უკვე გამოეხმაურა ამ ფაქტს და ღრმა შეშფოთება გამოთქვა.
“ის უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ”, – განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც