არქივი19 თებერვალი, 2024, 16:41
ნავალნის ცხედარს ოჯახს კიდევ ორი კვირა არ გადასცემენ
გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის ცხედარს ოჯახს კიდევ ორი კვირა არ გადასცემენ – ამის შესახებ ინფორმაციას რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პრესმდივანი, კირა იარმი ავრცელებს.
გამომძიებელმა ნავალნის დედასა და ადვოკატებს განუცხადა, რომ იქამდე, სანამ ექსპერტიზა არ დასრულდება, ცხედარი მორგში დარჩება.
„გამომძიებლებმა ალექსეის ადვოკატებსა და დედას უთხრეს, რომ ცხედარს არ გადასცემდნენ. მას კიდევ 14 დღე (!) ჩაუტარდება რაიმე სახის „ქიმიური ექსპერტიზა“, – წერს ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.