ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნავალნის მკვლელობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია სააკაშვილის სწრაფი და დროული გათავისუფლება საპატიმრო დაწესებულებიდან

ნავალნის მკვლელობამ კიდევ ერთხელ აჩვენა ცივილიზებულ სამყაროს, პუტინის რეჟიმმა როგორ დაასამარა დემოკრატია და როგორ გათელა ფეხქვეშ ნებისმიერი თავისუფალი აზრის გამოხატულება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ნავალნის მკვლელობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის სწრაფი და დროული გათავისუფლება საპატიმრო დაწესებულებიდან.
„პირდაპირი პარალელია ნავალნის პატიმრობასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შორის. ნავალნის მკვლელობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის სწრაფი და დროული გათავისუფლება საპატიმრო დაწესებულებიდან“, – განაცხადა ვაშაძემ.
პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მორიგი ტყუილი „ვივამედის“ პალატიდან – არაერთი ექსპერტიზიცის პასუხის მიუხედავად, მსჯავრდებული სააკაშვილი მაინც ამტკიცებს, რომ ისიც ნავალნის მსგავსად მოწამლეს. სააკაშვილი თავს ნავალნის ადარებს და ამბობს, რომ ორივე მათგანის წინააღმდეგ პუტინის რეჟიმი იბრძოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.