არქივი11 მარტი, 2024, 08:22
ნაგავსაყრელზე ახალშობილის ცხედარი იპოვეს – სად მოხდა შემთხვევა?
პეტროპავლოვსკ-კამჩატსკში, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე, ახალშობილის ცხედარი იპოვეს – ინფორმაციას საგამოძიებო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
“პეტროპავლოვსკ-კამჩატსკსში მდებარე მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნაგავში იპოვეს ახალშობილი მამრობითი ბავშვის ცხედარი. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 106-ე მუხლით „დედის მიერ ახალშობილის მკვლელობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.