მჯერა, რომ ჩვენი გამარჯვება სახელოვანი იქნება! – რეზო კიკნაძის წერილი საპატიმროდან

მჯერა, რომ ჩვენი გამარჯვება სახელოვანი იქნება! – რეზო კიკნაძის წერილი საპატიმროდან
სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე თანამებრძოლებს აღდგომას ულოცავს. წერილში, რომელიც მან საპატიმროდან გამოაგზავნა, კიკნაძე წერს, რომ ვიდრე გვერდით თანამებრძოლები ეგულება, ექნება რწმენა, რომ ქართველი ხალხი სახელოვნად გაიმარჯვებს.
“ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! წინა წელს ქაშვეთის ეკლესიის წინ შევხვდი ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, ახლაც თანამებრძოლებთან ერთად ვხვდები, ოღონდ სხვა ადგილას.
სანამ გვერდით თანამებრძოლები მეყოლებიან, იქამდე მჯერა, რომ გავიმარჯვებთ და ჩვენი გამარჯვება სახელოვანი იქნება. ხანდახან უნდა დაეცე, რათა წამოდგომა ისწავლო, უნდა მოკვდე, რათა აღდგე, აღდგე ჭეშმარიტად და გახდე სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი!,– წერს რეზო კიკნაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

“სრული მხარდაჭერა მაია კოხტაშვილს! არცერთი წამით არ ვეთანხმები წაყენებულ ბრალდებას. მან ეს გადაწყვეტილება საუკეთესო სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე მიიღო, რაც დანაშაულად ვერაფრით ჩაითვლება“

ჟორჟოლიანი: დააკვირდით, ვის იჭერს „ქართული ოცნება“ – რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული ოქრუაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო ელისაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული გიორგი ბარამიძე და ციხეშია

ამირან გულუაშვილი – გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა