ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მჯერა, რომ აშშ - ინდოეთის პარტნიორობა 21-ე საუკუნეს კაცობრიობის ისტორიაში საუკეთესო საუკუნედ აქცევს – ჯეი დი ვენსი

მჯერა, რომ აშშ - ინდოეთის პარტნიორობა 21-ე საუკუნეს კაცობრიობის ისტორიაში საუკეთესო საუკუნედ აქცევს – ჯეი დი ვენსი

მჯერა, რომ აშშ-ინდოეთის პარტნიორობა 21-ე საუკუნეს კაცობრიობის ისტორიაში საუკეთესო საუკუნედ აქცევს, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ჯაიპურში, რაჯასტანის საერთაშორისო ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მჯერა, რომ თუ ინდოეთი და აშშ ერთად წარმატებით იმუშავებენ, მაშინ ჩვენ მშვიდობიან 21-ე საუკუნეს ვიხილავთ. მაგრამ, თუ ერთად წარმატებით მუშაობას ვერ შევძლებთ, მაშინ შეიძლება 21-ე საუკუნე მთელი კაცობრიობისთვის მძიმე იყოს. 21-ე საუკუნის მომავალს აშშ-ინდოეთის პარტნიორობის სიძლიერე განსაზღვრავს“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი შეაქო და აღნიშნა, რომ მასთან მოლაპარაკება რთულია.
„პრეზიდენტ ტრამპს მთელ მსოფლიოსთან აშშ-ის ეკონომიკური ურთიერთობების ბალანსის შეცვლა სურს. ეს მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს, როგორც აშშ-ის საზღვრებში, ისე სხვა ქვეყნებში. მჯერა, რომ ეს ამერიკელ და ინდოელ ხალხს დიდ სარგებელს მოუტანს“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.