მჯერა, განსხვავებით წინა გადაწყვეტილებისგან, როცა საქართველო უსამართლოდ ჩამორჩა ტრიოს, ახლა სამართლიანობა აღდგება და საქართველო გააგრძელებს წინსვლას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე – ნინო წილოსანი

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველო მხარს უჭერს სთან მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემასთან.
ნინო წილოსანის თქმით, დასკვნამ რეკომენდაციის გაცემასთან დაკავშირებით, პოზიტიური მოლოდინები გააჩინა.
“დასკვნამ რეკომენდაციის გაცემასთან დაკავშირებით, მოგვცა პოზიტიური მოლოდინები, რომელიც გამყარებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს არაერთი ლიდერის მხრიდან გაკეთებული განცხადებით. მჯერა, რომ განსხვავებით წინა გადაწყვეტილებისგან, როცა უსამართლოდ საქართველო ჩამორჩა ტრიოს, ახლა სამართლიანობა აღდგება და საქართველო გააგრძელებს წინსვლას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. საქართველო მხარს უჭერს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემასთან. როგორც ერთი წლის წინ უკრაინა და მოლდოვა გარკვეულწილად გამოყვეს ამ ტრიოდან, ახლაც, ვფიქრობთ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული უკრაინასა და მოლდოვაზე, უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს,”- აცხადებს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს მაგალითზე, ლიბერალური წრეების მიერ გამოზრდილი თაობების ერთი ნაწილი, ზოგადად უუნარო აღმოჩნდა ნებისმიერი ტიპის აჯანყებისთვის − მათ შორის საზოგადოების ტრადიციული, კონსერვატიული, სარწმუნოებრივი სეგმენტის წინააღმდეგ

ევროჩინოვნიკებმა ჩვენ გვითხრეს, არ გაბედოთ ნებისმიერი ქვეყნიდან თქვენთან შემოსული ფულის კონტროლი, თორემ პრორუსების იარლიყს მოგაკრავთ და ქვეყანას ავაყირავებინებთ ჩვენს მიერ დაფინანსებულ ნაც-პარტიებს და ნაც-ენჯეოებსო