16
ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
,,4 დღე და კანდიდატებიც გვეცოდინება. რასაც ვაკვირდები, მხოლოდ ხუთი (!) ადამიანი მსჯელობს, საუბრობს და აღიქვამს ამ 4 დღისა და შემდგომი პერიოდის სირთულეს. არა მხოლოდ ერთ ინსტიტუციისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის.
ვითომც არაფერი, მაგრამ ურთულესი პროცესი მიმდინარეობს კულუარებში. რამდენად სწორია ის, რომ საზოგადოებას არ ჰყავს გამოკვეთილი ფავორიტ(ებ)ი? ეგ თითქოს ნორმალურია, თუმცა ეგრე არ არის. არც ის გახლავთ ნორმალური, რომ საზოგადოებისგან არ არის გამოხატული მომავლის მკვეთრი ხედვა.
განსაკუთრებით ბოლო დღეებში, ეპისკოპოსების ნაწილი საკუთარ თავზე (ტყავზე) გრძნობს მორალურ რეპრესიებს. მინდა მათ ვუთხრა – საბოლოოდ თქვენ რჩებით სინდისთან და სწორი გადაწყვეტილებით, ყველაფერი ერთბაშად შეგიძლიათ ჩამოწეროთ, გადახაზოთ და წელში გაიმართოთ, თავი ასწიოთ.
იმათ რა ვუთხრა, ვინც უკვე არის ცდუნების მსხვერპლი? იუდა მითური პერსონაჟი არ გახლავთ, ეს უნდა იცოდეთ ზუსტად და თქვენ გაქვთ შანსი, არ გახდეთ იუდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.
ჰო, მაინც გაცხადდება ყველაფერი – სიტყვითაც და საქმითაც. ასე რომ… გაყიდვა ახლა მხოლოდ 30 ვერცხლი და 3 მილიონი ლარი არ გახლავთ. “გაყიდვაა” ყველა ანგარებიანი ქმედება – ეს გახსოვდეთ.
მადლობა იმათ, ვისაც აქვს შეუვალი პოზიცია და თუნდაც ცდებოდეს (თუმცა ახლა შეცდომა დანაშაულზე უფრე მეტია), არც სიხარბეს ამარჯვებინებს საკუთარ თავში და არც სამომავალოდ, მათ წინააღმდეგ შესაძლო რეპრესიების ეშინიათ.
ეს 4 დღე არაფრის თქმას არ ვაპირებ. დაველოდები ჩვენი სინოდის წევრების “ჭეშმარტების მომენტს”…
P.S. “ოცნება”, ერთ დღესაც, თქვენი და თქვენი “ემისრების” კრებსები რომ გამოდონ, ამ დღეების ქმედებებზე – იძულებაზე, ჟანტაჟზე, მოსყიდვაზე – რას შვრებით? რამდენ ადამიანს იმტებთ ციხისთვს ცალკე და დისკრედიტაციისთვის ცალკე – ხვდებით?“



