ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მხოლოდ თავისუფალი არჩევნები - უარი რუსულ სპეცოპერაციას" - თბილისში მარში დაიწყო

"მხოლოდ თავისუფალი არჩევნები - უარი რუსულ სპეცოპერაციას" - თბილისში მარში დაიწყო

"მხოლოდ თავისუფალი არჩევნები - უარი რუსულ სპეცოპერაციას" - თბილისში მარში დაიწყო.
მოქალაქეები 19:00 საათზე თსუ-ის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიდიან.
მარშის ორგანიზატორები არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს. ამასთან, მარშს შეუერთდნენ აქტივისტები, სტუდენტები და პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები.
მარშის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აღიარებენ მხოლოდ ახალ, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს და უარს ამბობენ "თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე".

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.