არქივი10 მაისი 2025, 14:23
„მხარს ვუჭერთ ხარისხიანი, უვნებელი პროდუქციის წარმოებას“ - დავით სონღულაშვილი ყველის მცირე მწარმოებლებს შეხვდა

„არაერთი სახელმწიფო პროექტით მხარს ვუჭერთ ქართული ხარისხიანი, უვნებელი პროდუქციის წარმოებას,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა.
ის კახეთის მხარეში იმყოფება, სადაც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში „ცივის ყველის“ საწარმოს სამუშაო პროცესს გაეცნო. სამინისტროს ინფორმაციით, დავით სონღულაშვილი ყველის მცირე მწარმოებლებს შეხვდა, სადაც დარგში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.