,,მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის არჩევანს, იყოს ევროკავშირის ნაწილი”- ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი
მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის არჩევანს, იყოს ევროკავშირის ნაწილი - წერს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ვალდის დომბროვსკისი საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
სალომე ზურაბიშვილს ის მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.
„მიხარია საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა, რათა განვიხილოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ერთიან ბაზარში უფრო მჭიდრო ინტეგრაცია. მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის არჩევანს იყვნენ ევროკავშირის ნაწილი და ყველანაირ საჭირო მხარდაჭერას გავუწევთ, რათა ეს მოხდეს“, - წერს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.