„მწვანე ბიუჯეტის“ პროექტის ფარგლებში ზუგდიდში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

„მწვანე ბიუჯეტის“ პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში, სამაიას ბაღის, ბარამიას, ბუკიას, ნიკოლაძის ქუჩებისა და რუხის თავშესაფრის გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამაიას ბაღში გამწვანების სამუშაოებში ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებთან ერთად ჩაერთო.
„სამაიას ბაღში, საბოლოოდ, 70 ძირი ხე-მცენარე დაირგო.
მამუკა წოწერიამ აღნიშნა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე და მოქალაქეებს მოუწოდა, მომავალ წელსაც აქტიურად ჩაერთონ ქალაქის კეთილმოწყობის პროცესში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულია მათი ინტერესი.
„მწვანე ბიუჯეტი“ არის პროცესი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის გარე იერსახის მოწესრიგებაში და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა/მოწყობაში. მწვანე ბიუჯეტის მეშვეობით მოქალაქეებს შეუძლიათ თვითონ, თანამონაწილეობით გადაწყვიტონ, თუ რაში დაიხარჯება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოყოფილი თანხები.
პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა დასახელების 116 ძირი ხე-მცენარის დარგვის პროცესი მიმდინარეობს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ