“მწვანე ბარათის” გათამაშება დაიწყო – რეგისტრაცია უფასოა

მწვანე ბარათის პროგრამის სარეგისტრაციო პერიოდი ცნობილია! – პოსტს საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს და დაინტერესებულ პირებს მონაწილეობისთვის საჭირო აუცილებელ ინფორმაციას უზიარებს.
პროცედურები და ვადები ასეთია:
· მონაწილეობამდე სრულად გაეცანით ინსტრუქციას: https://bit.ly/DVGEO26;
· რეგისტრაცია დაიწყო 2 ოქტომბერს, 20:00 საათზე და სრულდება 5 ნოემბერს, 20:00 საათზე;
· რეგისტრაცია იყო და არის უფასო. ნუ გადაუხდით თანხას ვინმეს მონაწილეობისთვის;
· რეგისტრაცია ხდება მხოლოდ ამ ვებგვერდზე: dvprogram.state.gov;
· თაღლითობის მაღალი რისკის გამო ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს;
· რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ;
· სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2025 წლის 3 მაისიდან იმავე ვებგვერდზე: dvprogram.state.gov;
· აშშ-ის მთავრობა არ გამოგიგზავნით სტატუსის შესახებ შეტყობინებას;
· შერჩევის შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რამე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა მგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა;
· მწვანე ბარათის ლატარიაში შერჩევა არ იძლევა გარანტიას, რომ თქვენ მიიღებთ საიმიგრაციო ვიზას ან მიხვალთ სავიზო გასაუბრების ეტაპამდე. გთხოვთ, გაეცნოთ პროგრამის ინსტრუქციას: https://bit.ly/DVGEO26.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო