მწერალთა სახლში გაიმართება მთარგმნელობითი და სარეზიდენციო ვორქშოფი, რომელშიც მონაწილეობას პოლონელი ავტორები მიიღებენ

30-31 ოქტომბერს მწერალთა სახლში გაიმართება მთარგმნელობითი და სარეზიდენციო ვორქშოფი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პოლონელი ავტორები.
პროგრამის მიზანია ქართველი და პოლონელი მწერლების შემოქმედებითი გამოცდილების გაზიარება და ორ კულტურას შორის ლიტერატურული დიალოგის გაღრმავება.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, მთარგმნელობითი შეხვედრების დასრულების შემდეგ, 2 ნოემბერს მწერალთა სახლი უმასპინძლებს ქართველი და პოლონელი ავტორების ერთობლივ შემოქმედებით საღამოს, სადაც მონაწილეები თავიანთ პოეტურ ნაწარმოებებს წარადგენენ.
პროექტის ფარგლებში გამოიცემა ორენოვანი კრებული, რომელშიც მონაწილე ქართველი და პოლონელი ავტორების ლექსები გაერთიანდება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.