მძიმე ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებულნი იყვნენ ძალიან მძიმე დანაშაულებში, ასეთი ადამიანები დღემდე ფიქრობენ ახალი დანაშაულების ჩადენას და უფრო მეტიც, ფიქრობენ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ

მძიმე ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებულნი იყვნენ ძალიან მძიმე დანაშაულებში, ასეთი ადამიანები დღემდე ფიქრობენ ახალი დანაშაულების ჩადენას და უფრო მეტიც, ფიქრობენ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ
მძიმე ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებულნი იყვნენ ძალიან მძიმე დანაშაულებში, ასეთი ადამიანები დღემდე ფიქრობენ ახალი დანაშაულების ჩადენას და უფრო მეტიც, ფიქრობენ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და მათ სურთ, გაიმეორონ ის, რასაც აკეთებდნენ 2012 წლამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში, ბაჩო ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამ ადამიანების ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს ხელისულებაში სადიზმის დაბრუნებას.
„ჩვენთვის პრიორიტეტია ზოგადად, კანონის აღსრულება, ჩვენ ვსაუბრობდით სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულზე, რომელთა მიმართაც სახელმწიფო უნდა იყოს უკომპრომისო და ერთ-ერთი ასეთი არის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული. 4 ოქტომბერს დაიგეგმა მძიმე დანაშაული. ეს იყო ხელისულების დამხობის მცდელობა. ამ დანაშაულში ჩართული იყო მრავალი პირი, მათ შორის, იყვნენ კონკრეტული ორგანიზატორები და როგორც დღეს დამატებით დაზუსტდა, ორგანიზებაში მონაწილეობდა ყოფილი მაღალჩინოსანი, ბაჩო ახალაია. დანრჩენს დააზუსტებს გამოძება. მძიმე ფაქტია ის, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებულნი იყვნენ ძალიან მძიმე დანაშაულებში და იცით, რაც ხდებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში, ამ გამოძიებიდან ირკვევა, რომ ასეთი ადამიანები დღემდე ფიქრობენ ახალი დანაშაულების ჩადენას და უფრო მეტიც, ფიქრობენ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და მათ სურთ, გაიმეორონ ის, რასაც აკეთებდნენ 2012 წლამდე. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, არ დავუშვათ ეს ყველაფერი. ამას აქვს მათ შორის, პრევენციული მიზანი – ამ ადამიანების ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს ხელისულებაში სადიზმის დაბრუნებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღსრულდეს კანონი და დღევანდელი დღეც არის ამის გამოხატულება“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა