ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მძიმე სანახაობა ხვიჩას გარეშე - "ნაპოლიმ" "ლაციოსთან" ფრეს მიაღწია

სერია A-ს 21-ე ტურში „ნაპოლი“, რომელსაც დისკვალიფიცირებული ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, გასვლაზე „ლაციოს“ დაუზავდა - 1:1.
პირველი ტაიმი ძალიან მძიმე სანახავი იყო, მოედანზე საინტერესო საერთოდ არაფერი არ ხდებოდა. შესვენების შემდეგ თამაში მეტ-ნაკლებად სანახაობრივი გახდა, გოლინის კარში კასტელიანოსის გატანილი ულამაზესი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, ლამის დუბლებით მოასპარეზე „ნაპოლის“ შეტევების ორგანიზება უჭირდა, სიტუაცია ვერც შეცვლაზე შესულმა დებიუტანტებმა ნგონჟმა და დენდონკერმა ვერ შეცვალეს და მაცარის გუნდმა ისე, რომ კარში ბურთი არ დაურტყამს, ფრეს მიაღწია.
„ნაპოლი“ 32 ქულით მეცხრე ადგილზეა და 4 თებერვალს
„ვერონას“ უმასპინძლებს.
ლაციო - ნაპოლი 0:0

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.