მძევლების ნათესავები ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის დაბლოკვას ცდილობენ

პოლიცია მძევლების ნათესავების შეკავებას ცდილობს, რომლებიც ღაზის სექტორთან, კერემ შალომის სასაზღვრო გადასასვლელთან მისვლას გეგმავენ, რათა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა დაბლოკონ.
შეკრებილები ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ თუკი არ იმოქმედებენ, შინ ცოცხალი ვერცერთი მათგანი ვერ დაბრუნდება.
„დროა შეწყდეს ეს ხუმრობა. ისინი 136 კუბოთი დაბრუნდებიან“, – აღნიშნა აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, აიალა მეცგერმა, რომელიც ხანდაზმული მძევლების იორამ და ტამი მეცგერების ნათესავია.
ცნობისათვის, ღაზის სექტორში ამჟამად, სავარაუდოდ, 136 მძევალი იმყოფება, თუმცა ყველა მათგანი ცოცხალი არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე – „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებასა და მის დასკვნებს ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა – ანგარიში, რომელიც ერთმა ექსპერტმა 72 საათში მოამზადა, შეიცავს ბევრ ფაქტობრივ შეუსაბამობას

მასიჰ ალინეჯადი: ხამენეის დაკრძალვაზე მიწვეულთა სია ფაქტობრივად მსოფლიოს ყველაზე ძებნილთა სია იყო – თალიბანი, ჰეზბოლა, ჰამასის მოკავშირეები და რამდენიმე უმნიშვნელო პრეზიდენტი, რომელთა შესახებ თითქმის არავის სმენია