ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მძევლების გათავისუფლების შემთხვევაშიც, ისრაელი გააგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს ღაზის "ჰამასისგან" გასათავისუფლებლად" | განცი

"მძევლების გათავისუფლების შემთხვევაშიც, ისრაელი გააგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს ღაზის "ჰამასისგან" გასათავისუფლებლად" | განცი

ისრაელის ომის კაბინეტის წევრისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბენი განცის თქმით, მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც ისრაელი გააგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს ღაზის სექტორის "ჰამასისგან" გასათავისუფლებლად.
"მაშინაც კი, თუ მძევლების გასათავისუფლებლად ცეცხლის შეწყვეტა იქნება საჭირო, ომი არ შეჩერდება. ჩვენ გავაგრძელებთ იქამდე, ვიდრე არ მივაღწევთ ჩვენ მიზნებს", - თქვა განცმა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო. საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობის დაწყება გამოაცხადა

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.