ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მცხეთაში, სოფელ ძველ ქანდაში შიდა საუბნო გზა ეწყობა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ქანდაში, შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, პირველ მოადგილესთან გივი გიუტაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნული სამუშაოები პირადად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში ძველი ქანდის ერთ-ერთი უბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს მის კეთილმოწყობასა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების ასფალტით დაფარვას.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 386 705 ლარს შეადგენს.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.