არქივი14 სექტემბერი, 2026, 12:10
მცხეთაში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა
მცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს და უთხრეს, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა.
მთავარი არხის ცნობით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.