ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„მშობლების მარშის“ მონაწილეები მარჯანიშვილის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს შეუერთდნენ - მსვლელობა ევროპის მოედნისკენ გრძელდება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები, რომლებიც წერეთლის გამზირზე, „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მსვლელობით მარჯანიშვილის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეების შეუერთდნენ.
მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს! - კი ევროპას!“, „სად მივდივართ? - ევროპაში".
მარჯანიშვილის მოედანზე მისულმა მოქალაქეებმა გზაც გადაკეტეს და ევროპის მოედანზე მსვლელობით გადანაცვლებას აპირებენ.
აღსანიშნავია, რომ მარჯანიშვილი მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
ცნობისთვის, „უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეები დღეს მარშს 4 ლოკაციიდან გამართავენ და საბოლოოდ ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.