ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„მშვიდობის დრო დადგა! მარადიული დაფინანსება დასრულდა“ - კენედი ზელენსკის მიმართავს

„მშვიდობის დრო დადგა! მარადიული დაფინანსება დასრულდა“ - კენედი ზელენსკის მიმართავს

„მშვიდობის დრო დადგა! მარადიული დაფინანსება დასრულდა“ - კენედი ზელენსკის მიმართავს
აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტ ფრენსის კენედი - უმცროსმა საჯაროდ მიმართა უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის. სოციალურ ქსელ X-ზე მან დაწერა, რომ აშშ-ს აღარ სურს ფულის დახარჯვა უკრაინის კონფლიქტზე, ამიტომ ის უნდა დასრულდეს.
„ძვირფასო ზელენსკი, ამერიკელი ხალხი არ მოითმენს, რომ რთულად გამომუშავებული გადასახადებიდან თანხებმა მუდმივად აძლიეროს გაუთავებელი კონფლიქტი. ჩვენ ვითხოვთ ამ მარადიული ომების დასრულებას. მშვიდობის დრო დადგა! მარადიული დაფინანსება დასრულდა!“ - წერს კენედი.
ანალიტიკოსებმა გამოთვალეს, თუ რა დრო დასჭირდებოდა უკრაინას შეერთებული შტატების წინაშე არსებული ყველა ვალის დასაფარად და დაზუსტდა, რომ 2023 წელს უკრაინამ 4,2 მილიარდი დოლარის ღირებულების ლითონი გაიტანა, ამის საფუძველზე ანალიტიკოსებმა დაასკვნეს, რომ კიევს 120 წელი დასჭირდება ვალების დასაფარად, ხოლო საექსპორტო შემოსავლის სასიცოცხლო წყაროს დაკარგავს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.