„მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია“ — გერმანია ბერლინის კედლის დაცემის დღეს აღნიშნავს

ბერლინის კედლის დაცემიდან 35 წელი გავიდა.
ბერლინის კედლის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და გერმანიის საელჩოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით განცხადებას ავრცელებენ.
„მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს. ათწლეულების განმავლობაში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ჩაკეტილი ჰყავდა მოქალაქეები ჩაგვრისა და ძალადობის სისტემაში. გდრ-ის მოქალაქეებმა, გამოიჩინეს რა გამბედაობა და სურვილი, თავად განესაზღვრათ საკუთარი ბედი და ეცხოვრათ თავისუფლებაში, მიაღწიეს ბერლინის კედლის დანგრევას. ამით მათ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ადამიანებთან ერთად შექმნეს საფუძველი გერმანიის გაერთიანებისთვის და თავისუფალი, ერთიანი ევროპისთვის. დღესაც შეიძლება იგივე ითქვას: თავისუფლება თავისთავადად არ მოდის, ჩვენ მისთვის უნდა ვიბრძოლოთ — ასე იყო მაშინაც და ასე არის დღესაც, აქაც და მთელს მსოფლიოში“, — ნათქვამია საქართველოში გერმანიის საელჩოს პოსტში.
ანალოგიურ ტექსტს ავრცელებს გერმანიის საელჩო ბრიუსელში, ვატიკანში და სხვადასხვა ქვეყნებში.
1989 წლის გაზაფხულიდან 1990 წლის მარტამდე პერიოდის სოციო-პოლიტიკური ცვლილებები, რომლის პიკი იყო ბერლინის კედლის დანგრევა 1989 წლის 9 ნოემბერს, ცნობილია როგორც „მშვიდობიანი რევოლუცია“ ან „გარდამტეხი წერტილი“. არაძალადობრივი ინიციატივებისა და დემონსტრაციების ამ პერიოდში მოხდა აღმოსავლეთ გერმანიის საზღვრების გახსნა დასავლეთთან, გერმანიის სოციალისტური ერთობის პარტიის (SED) მმართველობის დასრულება გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (აღმოსავლეთ გერმანია), რამაც საბოლოოდ შექმნა ხელსაყრელი გარემო გერმანიის გაერთიანებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი: ივანიშვილი ხელისუფლებაში სოფლის აყვავების დაპირებით მოვიდა, 14 წლის თავზე კი შედეგი არის კატასტროფული: ნათესი ფართობი შემცირდა 26%-ით, ბოსტნეულის 25%-ით, ციტრუსის 30%-ით, იმპორტზეა მთელი სასურსათო სექტორი

კახა ჯაფარიძე: ალექსანდრე ხაბეიშვილის (რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე იყო დაკავებული) მცირეწლოვან შვილს, ევას, ღვიძლის მძიმე დაავადება აქვს და გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება თურქეთში