„მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს“ – კალაძემ საარჩევნო სლოგანი წარადგინა

დღეს, 2025 წლის 31 ივლისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა . ეს მისი მესამე კენჭისყრა ამ თანამდებობაზე.
ღონისძიებას ესწრებოდა პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ექსპრემიერი . კალაძემაც და კობახიძემას მას მადლობა გადაუხადეს.
ირაკლი კობახიძემ წარდგენისას კალაძეს „ნამდვილი ჩემპიონი“ უწოდა:
„ჩვენ დღეს შეგვეძლო, თბილისის მერობის კანდიდატად წარგვედგინა უბრალოდ კარგი პოლიტიკოსი, უბრალოდ კარგი მმართველო ან უბრალოდ კარგი პატრიოტი, მაგრამ დღეს ჩვენ თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს“.
კალაძემ ორი ზოგადი პრინციპი დაასახელა, რის გარშემოც გეგმავს მესამე ვადით არჩევის შემთხვევაში ქალაქის მართვას:
„თბილისი, როგორც პასუხისმგებლობა, და თბილისი, როგორც შესაძლებლობების ქალაქი“.
მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „თეორიულადაც არ განიხილებოდა სხვა კანდიდატურა“.
· 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის 4 ოქტომბერსაა დანიშნული.
· არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტიიდან ორი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისათვის“.
· „ლელო/ძლიერი საქართველო“ და „საქართველოსთვის“ არჩევნებში მონაწილეობას იღებენ.
· ბოიკოტს უერთდება ექვსი ოპოზიციური პარტია, მათ შორის „ფედერალისტები“. ასევე, 2024 წლის ოპოზიციურ კოალიციებში შემავალი „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ახალი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა