ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მშვიდობა იქნება მაშინ, როცა მიზნებს მივაღწევთ - პუტინი

დღეს, 14 დეკემბერს, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე და მოქალაქეებთან „პირდაპირი ხაზის“ დროს პუტინმა თქვა, რომ მიზნები არ შეცვლილა - უკრაინის „დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია“ და „ნეიტრალური სტატუსი“.

„მშვიდობა იქნება მაშინ, როცა ჩვენს მიზნებს მივაღწევთ“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვლიდან დაწყებული ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია“. უკრაინაში შეჭრამდე, კრემლმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს NATO-ს წევრი. ომის მსვლელობისას, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქები.

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.