მშვიდობა ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც ჩვენი პარტნიორების გარეშე, არ გვექნება არცერთი რესურსი ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად, რათა ქვეყანა იყოს დაცული – პრეზიდენტი

მშვიდობა ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც ჩვენი პარტნიორების გარეშე, არ გვექნება არცერთი რესურსი ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად, რათა ქვეყანა იყოს დაცული – პრეზიდენტი
მშვიდობა ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც ჩვენი პარტნიორების გარეშე, არ გვექნება არცერთი რესურსი ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად, რათა ქვეყანა იყოს დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას -ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, -საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.
პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებამ ვერ გაიგო, ვინ არის მეგობარი და ვინ – მტერი.
„შეიძლება, ეს იყოს იმავე დონის დაზიანება, როგორიც არის რუსული კანონი ჩვენი ევროპული გზისთვის. ეს საზიანოა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ჩვენი თავდაცვისუნარიანობისა და ყველაფრისთვის, რაც აქამდე ჩვენს ჯართან ერთად შენდებოდა. ყველაფერი ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არის და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება ვერ მიხვდა და ვერ გაიგო, სად არიან მისი მეგობრები, სად – მტრები, რა უნდა გაკეთდეს, სად არის ამ ქვეყნის მშვიდობა. მშვიდობა ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც პარტნიორების გარეშე. არ გვექნება არცერთი რესურსი, ჩვენი ჯარი გავაძლიეროთ, იმისთვის კი არა, რომ რაღაც მოგონილი ფრონტები დავიწყოთ, არამედ ქვეყანა იყოს დაცული. დაცვა არის მზადებაში და მზადება დღეს საფრთხის ქვეშ არის“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”