ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მშენებლობის ღირებულება წლიურად 10.8%-ით გაიზარდა - მიზეზი ხელფასების მატება გახდა

საქართველოში მშენებლობის ღირებულება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.8%-ით გაიზარდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მშენებლობის ღირებულების ინდექსიდან ირკვევა.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ინდექსის გაძვირება დაკავშირებულია მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურების მატებასთან. საქსტატის თანახმად, 2024 წლის აპრილის მდგომარეობით, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 37%-ით არის გაზრდილი. ამასთან, სამშენებლო მასალების ღირებულება წლიურად 4.5%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის თანახმად, მშენებლობის სექტორი საქართველოში 2024 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, 60,600 ადამიანს ასაქმებდა, ხოლო საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 2,628 ლარი იყო (საშემოსავლოს 20%-ის გამოკლებით 2,102 ლარი თვეში).

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.