“მშენებლობის ნებართვა გაყალბებული გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე გაიცა” – პროტესტი წყნეთის ქუჩაზე (ვიდეო)

პროტესტია ამ წუთებში თბილისში წყნეთის ქუჩაზე – ადგილობრივი მოსახლეობა 16 სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.

მოქალაქეების თქმით, 9 წლის წინ შეჩერებული მშენებლობის ნებართვა ხელახლა გაიცა და ხალხის მტკიცებით, გაიცა ყალბი გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე ხელახლა იქნა გაცემული.

“ადგილზე აქ კვლევა არ ჩატარებულა” – ამბობენ ადგილობრივები და აცხადებენ, რომ აღნიშნული მშენებლობა საფრთხეს შეუქმნით მაცხოვრებლებს.

“გავასაჩივრეთ მერიაში. მერია პასუხის აჭიანურებს. ვითხოვთ მშენებლობის არა შეჩერებას, არამედ გაუქმებას” – ამბობენ ადგილობრივები.

მრავალსართულია შენობაზე საუბარი იყო თავიდანვე 9 წლის წინ, როცა ჩვენ დავა დავიწყეთ და რომელიც სასამართლოში სამ ინსტანციაში გვაქვს მოგებული ეს საქმე.  უბრალოდ საქმე იმაში მდგომარეობს, რომ იყო შეჩერება და არა მშენებლობის გაუქმება, რამაც საბაბი მისცა მათ, რომ ეს შეჩერებული მშენებლობის ნებართვა განეახლებინათ და შემოაბრუნეს თავიდან უკვე 9 წლის შემდეგ  ისევ გამოიცა ისევ გაყალბებული გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, რომელიც მხოლოდ კაბინეტურად არის მომზადებული და  ადგილზე აქ კვლევა არ ჩატარებულა. 

გავასაჩივრეთ მერიაში. მერია პასუხის აჭიანურებს. ვითხოვთ არა შეჩერებას, არამედ გაუქმებას. ასევე ვითხოვთ მეორეხარისხოვნად, რომ აღუდგეს რეკრეაციული ფუნქცია”, – ამბობს ადგილობრივი.