მღვდელს, რომელმაც ნავალნის პანაშვიდი გადაიხადა, მსახურება აუკრძალეს

მოსკოვისა და სრულიად ს პატრიარქმა სამი წლით მსახურება აუკრძალა მღვდელ დიმიტრი საფრონოვს. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის გადაწყვეტილება მოსკოვის საქალაქო ეპარქიის ვებსაიტზე გამოქვეყნდა 23 აპრილს.
დოკუმენტში მითითებულია, რომ საფრონოვს ეკრძალება ანაფორისა და მღვდლის სამკერდე ჯვრის ტარება. გარდა ამისა, მღვდელი დააქვეითეს მეფსალმუნის დონეზე და გაგზავნეს მოსკოვის ნოვიე ვოროტნიკის წმინდა პიმენ დიდის ეკლესიაში მორჩილებისთვის სამი წლით.
დასჯის მიზეზები ახსნილი არ არის.
როგორც ტელეგრამის არხები “Сирена” და Sota წერენ, დიმიტრი საფრონოვმა რუსი ოპოზიციონერის, ს საფლავზე გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს პანაშვიდიც გადაიხადა. „მედუზა“ წერს, რომ საფრონოვის ხელმოწერა ფიგურირებდა მღვდელმსახურთა განცხადებაშიც, რომლითაც ნავალნის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას მოითხოვდნენ.
რუსი ოპოზიციონერი, რომელიც მანამდე ერთხელ მოწამლეს, არქტიკაში მდებარე ციხეში მძიმე პირობებში ჰყავდათ და იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა 16 თებერვალს.
1 მარტს ნათესავებს და ახლობლებს საშუალება ჰქონდათ, ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში მისულიყვნენ ხანმოკლე პანაშვიდზე, სანამ ნავალნის ცხედარს სასაფლაოზე გადაასვენებდნენ. ხალხი მასთან გამომშვიდობების შესაძლებლობას ითხოვდა, თუმცა ეკლესიაში მხოლოდ რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მოახერხა შესვლა.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ