მუხრან ღურწკაია – უცილებელია, ერთპიროვნული მმართველობა დასრულდეს, ამიტომ გამოვუცხადე ირაკლი ჩომახაშვილს სრული მხარდაჭერა

პრაქტიკულად, 20 წლის განმავლობაში ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატებისთვის არაფერი გაკეთებულა – ასოციაცია თითოეული ადვოკატის უფლებებს უნდა იცავდეს – დღეს ეს პირიქითაა, ამიტომ აუცილებლად უნდა შევცვალოთ, – ამის შესახებ ადვოკატმა, მუხრან ღურწკაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ადვოკატთა ასოციაციაში ცვლილებები აუცილებელია.
„აქტივობა დილიდანვეა. ვფიქრობ, ადვოკატები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას, რადგან ადვოკატთა ასოციაციაში ცვლილებები აუცილებელია. აუცილებელია, რომ ეს ერთპიროვნული მმართველობა დასრულდეს. სწორედ ამიტომ გამოვუცხადე ირაკლი ჩომახაშვილს სრული მხარდაჭერა.
პრაქტიკულად, 20 წლის განმავლობაში ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატებისთვის არაფერი გაკეთებულა. ამიტომ ადვოკატთა ასოციაცია უნდა დაუბრუნდეს ადვოკატებს – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასოციაცია თითოეული ადვოკატის უფლებებს უნდა იცავდეს – დღეს ეს პირიქითაა, ამიტომ აუცილებლად უნდა შევცვალოთ“, – განაცხადა მუხრან ღურწკაიამ.
ცნობისთვის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები ირაკლი ყანდაშვილი და ირაკლი ჩომახაშვილი არიან.
რაც შეეხება მუხრან ღურწკაიას, ის ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობდა, სადაც მესამე ადგილი დაიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება